პროექტის თემა: გლობალური დათბობა
იდეა- მოსწავლეების მიერ შესწავლილი იქნეს გლობალური დათ-
ბობის გამომწვევი მიზეზები და შედეგები.
პროექტის აქტუალურობა-კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა და აქტუალურია მისი შესწავლა და გადაჭრის გზების
ძიება.
პროექტის მიზნები -შეჩერების გზების ძიებისას ძირფესვიანად იქნეს შესწავლილი გლიბალური დათბობის მიზეზები.
მონაწილეთა ასაკი-15 წელი.
ვადების ხანგრძლივობა-1 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას-
გლობალური დათბობის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებე-
ბის ჩამონათვალი და არგუმენტირებული მსჯელობა, თუ რომელი
კონკრეტული ღონისძიება კლიმატის ცვლილების რომელი მიზეზის აღმოსაფხვრელად იქნება ქმედითი.
საჭირო რესურსები-შესაბამისი ლიტერატურა, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა-მოსწავლეები ეცნობიან შესაბამის ლიტერატურას, ინფორმაციას და სურათებს
მოიძიებენ ინტერნეტში და მოამზადებენ პრეზენტაციას სადაც
სლაიდებთან ერთად წარადგენენ შესაბამისი კომენტარებით.
გამოიყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს,
მათემატიკურ გამოთვლებს, დიაგრამებს, საბუნებისმეტყველო
საგნებს(ქიმია, ბიოლოგია.)
პროექტის ხელმღვანელი-მასწავლებელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий