გაკვეთილის თემა | მსოფლიოს პოლიტიკური რუკა. |
მოსწავლეთა პროფილი | III საფეხური. X კლასი. 5 მოსწავლე. ისს მოსწავლე არ არის. |
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალურობა | მოსწავლე შეძლებს მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ფორმირების პროცესში გარკვევას. |
მიზნები და შედეგები | 1. შეძლებს მსოფლიო პოლიტიკური რუკის არსისა და მნიშვნელობის გაცნობიერებას. 2. შეისწავლის მს. პოლიტიკური რუკის ჩამოყალიბების ეტაპებს 3. იმსჯელებს მს. პოლიტიკურ რუკაზე ასახულ რაოდენობრივ და თვისობრივ ცვლილებებზე. |
წინარე ცოდნა | იციან რა არის რუკა. რუკის ლეგენდის მეშვეობით შეუძლიათ რუკის წაკითხვა, ინფორმაციის მოძიება და ადეკვატურად გამოყენება. |
შეფასების საგანი და პროცედურები | მოსწავლეები შეფასდებიან შემუშავებული რუბრიკის მეშვეობით. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | კომპიუტერი, პროექტორი. |
გაკვეთილის მსვლელობა | I ეტაპი იხსენებენ რა არის რუკა, როგორი რუკები არსებობს, ვინ და როგორ შექმნა პირველი რუკა, რამდენი სახის არსებობს.სლაიდების სახით ვუჩვენებ სხვადასხვა რუკებს და ვთხოვ დამოუკიდებლად დააჯგუფონ პოლიტიკური, ფიზიკურ-გეოგრაფიული და თემატური რუკები. ამასთან ვთხოვ დაწერონ მოკლედ რა განსხვავებას ხედავენ ფიზიკურ და პოლიტიკურ რუკებს შორის (10წთ). II ეტაპი სლაიდის სახით ვაჩვენებ პოლიტიკურ რუკებს და ვთხოვ დაალაგონ ისინი ფორმირების ეტაპების მიხედვით (5წთ). ვთხოვ დაასაბუთონ რატომ დაალაგეს ამ თანმიმდევრობით და იმსჯელონ მს. პოლიტიკური რუკის ფორმირების ყველა ეტაპზე (25წთ). მოსწავლეები შეავსებენ ერთმანეთის მსჯელობას. III ეტაპი მოსწავლეებთან ერთადშევაჯამებ თემას და ვთხოვ მათ დამიწერონ მცირე ცხრილი:ვიცი,ვისწავლე,მინდა ვიცოდე. მივცემ საშინაო დავალებას. |
понедельник, 22 октября 2012 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий