შეფასების კრიტერიუმები | 1-3 | 4-6 | 7-8 | 9-10 |
რუკების კლასიფიკაცია | უჭირს რუკების კლასიფიკაცია | არჩევს ფიზიკურ და პოლიტიკურ რუკებს, უშვებს შეცდომებს | არჩევს რუკებს, მაგრამ უშვებს შეცდომებს | არჩევს რუკებს უშეცდომოდ |
რუკაზე ორიენტირება | ვერ ახერხებს ორიენტირებას | უჭირს რუკაზე ორიენტირება, უშვებს შეცდომებს | ორიენტირებისას უშვებს მცირე შეცდომებს | ორიენტირებს უშეცდომოდ |
დავალებასთან შესაბამისობა | არ პასუხობს მოცემულ დავალებას | პასუხობს მხოლოდ ნაწილობრივ | პასუხობს,მაგრამ დაშვებული აქვს შეცდომები | პასუხობს მიცემულ დავალებას უშეცდომოდ |
მსჯელობის,შეჯამების უნარი | ვერ მსჯელობს , არ შეუძლია თანაკლასელების მოსაზრებების შეჯამება | მსჯელობს, უშვებს შეცდო-მებს, აჯამებს თანაკლასელ- თა მოსაზრებებს | მსჯელობს მცირე შეცდომებით | მსჯელობს კარგად,აჯამებს თანაკლასელთა მოსაზრებებს |
вторник, 23 октября 2012 г.
პროექტის თემა: გლობალური დათბობა
იდეა- მოსწავლეების მიერ შესწავლილი იქნეს გლობალური დათ-
ბობის გამომწვევი მიზეზები და შედეგები.
პროექტის აქტუალურობა-კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა და აქტუალურია მისი შესწავლა და გადაჭრის გზების
ძიება.
პროექტის მიზნები -შეჩერების გზების ძიებისას ძირფესვიანად იქნეს შესწავლილი გლიბალური დათბობის მიზეზები.
მონაწილეთა ასაკი-15 წელი.
ვადების ხანგრძლივობა-1 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას-
გლობალური დათბობის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებე-
ბის ჩამონათვალი და არგუმენტირებული მსჯელობა, თუ რომელი
კონკრეტული ღონისძიება კლიმატის ცვლილების რომელი მიზეზის აღმოსაფხვრელად იქნება ქმედითი.
საჭირო რესურსები-შესაბამისი ლიტერატურა, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა-მოსწავლეები ეცნობიან შესაბამის ლიტერატურას, ინფორმაციას და სურათებს
მოიძიებენ ინტერნეტში და მოამზადებენ პრეზენტაციას სადაც
სლაიდებთან ერთად წარადგენენ შესაბამისი კომენტარებით.
გამოიყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს,
მათემატიკურ გამოთვლებს, დიაგრამებს, საბუნებისმეტყველო
საგნებს(ქიმია, ბიოლოგია.)
პროექტის ხელმღვანელი-მასწავლებელი.
понедельник, 22 октября 2012 г.
გაკვეთილის თემა | მსოფლიოს პოლიტიკური რუკა. |
მოსწავლეთა პროფილი | III საფეხური. X კლასი. 5 მოსწავლე. ისს მოსწავლე არ არის. |
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალურობა | მოსწავლე შეძლებს მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ფორმირების პროცესში გარკვევას. |
მიზნები და შედეგები | 1. შეძლებს მსოფლიო პოლიტიკური რუკის არსისა და მნიშვნელობის გაცნობიერებას. 2. შეისწავლის მს. პოლიტიკური რუკის ჩამოყალიბების ეტაპებს 3. იმსჯელებს მს. პოლიტიკურ რუკაზე ასახულ რაოდენობრივ და თვისობრივ ცვლილებებზე. |
წინარე ცოდნა | იციან რა არის რუკა. რუკის ლეგენდის მეშვეობით შეუძლიათ რუკის წაკითხვა, ინფორმაციის მოძიება და ადეკვატურად გამოყენება. |
შეფასების საგანი და პროცედურები | მოსწავლეები შეფასდებიან შემუშავებული რუბრიკის მეშვეობით. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | კომპიუტერი, პროექტორი. |
გაკვეთილის მსვლელობა | I ეტაპი იხსენებენ რა არის რუკა, როგორი რუკები არსებობს, ვინ და როგორ შექმნა პირველი რუკა, რამდენი სახის არსებობს.სლაიდების სახით ვუჩვენებ სხვადასხვა რუკებს და ვთხოვ დამოუკიდებლად დააჯგუფონ პოლიტიკური, ფიზიკურ-გეოგრაფიული და თემატური რუკები. ამასთან ვთხოვ დაწერონ მოკლედ რა განსხვავებას ხედავენ ფიზიკურ და პოლიტიკურ რუკებს შორის (10წთ). II ეტაპი სლაიდის სახით ვაჩვენებ პოლიტიკურ რუკებს და ვთხოვ დაალაგონ ისინი ფორმირების ეტაპების მიხედვით (5წთ). ვთხოვ დაასაბუთონ რატომ დაალაგეს ამ თანმიმდევრობით და იმსჯელონ მს. პოლიტიკური რუკის ფორმირების ყველა ეტაპზე (25წთ). მოსწავლეები შეავსებენ ერთმანეთის მსჯელობას. III ეტაპი მოსწავლეებთან ერთადშევაჯამებ თემას და ვთხოვ მათ დამიწერონ მცირე ცხრილი:ვიცი,ვისწავლე,მინდა ვიცოდე. მივცემ საშინაო დავალებას. |
Подписаться на:
Сообщения (Atom)