вторник, 23 октября 2012 г.

შეფასების კრიტერიუმები    1-3   4-6   7-8    9-10
რუკების კლასიფიკაციაუჭირს რუკების კლასიფიკაციაარჩევს ფიზიკურ და პოლიტიკურ რუკებს, უშვებს შეცდომებსარჩევს რუკებს, მაგრამ უშვებს შეცდომებსარჩევს რუკებს უშეცდომოდ
რუკაზე ორიენტირებავერ ახერხებს ორიენტირებასუჭირს რუკაზე ორიენტირება, უშვებს შეცდომებსორიენტირებისას უშვებს მცირე შეცდომებსორიენტირებს უშეცდომოდ
დავალებასთან შესაბამისობაარ პასუხობს მოცემულ დავალებასპასუხობს მხოლოდ ნაწილობრივპასუხობს,მაგრამ დაშვებული აქვს შეცდომებიპასუხობს მიცემულ დავალებას უშეცდომოდ
მსჯელობის,შეჯამების უნარივერ მსჯელობს ,
არ შეუძლია თანაკლასელების
მოსაზრებების
შეჯამება
მსჯელობს, უშვებს შეცდო-მებს, აჯამებს თანაკლასელ-
თა მოსაზრებებს
მსჯელობს მცირე შეცდომებითმსჯელობს კარგად,აჯამებს
თანაკლასელთა
მოსაზრებებს


   პროექტის თემა: გლობალური დათბობა
იდეა- მოსწავლეების მიერ შესწავლილი იქნეს გლობალური დათ-
ბობის გამომწვევი მიზეზები და შედეგები.
     პროექტის აქტუალურობა-კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა და აქტუალურია მისი შესწავლა და გადაჭრის გზების
ძიება.
     პროექტის მიზნები -შეჩერების გზების ძიებისას ძირფესვიანად იქნეს შესწავლილი გლიბალური დათბობის მიზეზები.
      მონაწილეთა ასაკი-15 წელი.
       ვადების ხანგრძლივობა-1 კვირა.
      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას-
გლობალური დათბობის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებე-
ბის ჩამონათვალი და არგუმენტირებული მსჯელობა, თუ რომელი
 კონკრეტული ღონისძიება კლიმატის ცვლილების რომელი მიზეზის აღმოსაფხვრელად იქნება ქმედითი.
       საჭირო რესურსები-შესაბამისი ლიტერატურა, ინტერნეტი.
      პროექტის მსვლელობა-მოსწავლეები ეცნობიან შესაბამის ლიტერატურას, ინფორმაციას და სურათებს
მოიძიებენ ინტერნეტში და მოამზადებენ პრეზენტაციას სადაც
სლაიდებთან ერთად წარადგენენ შესაბამისი კომენტარებით.
       გამოიყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს,
მათემატიკურ გამოთვლებს, დიაგრამებს, საბუნებისმეტყველო
საგნებს(ქიმია, ბიოლოგია.)
       პროექტის ხელმღვანელი-მასწავლებელი.

понедельник, 22 октября 2012 г.

გაკვეთილის თემამსოფლიოს პოლიტიკური რუკა.
მოსწავლეთა პროფილიIII საფეხური. X კლასი. 5 მოსწავლე. ისს მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალურობამოსწავლე შეძლებს მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ფორმირების პროცესში გარკვევას.
მიზნები და შედეგები1.      შეძლებს მსოფლიო პოლიტიკური რუკის არსისა და მნიშვნელობის გაცნობიერებას.
2.      შეისწავლის მს. პოლიტიკური რუკის ჩამოყალიბების ეტაპებს
3.      იმსჯელებს მს. პოლიტიკურ რუკაზე ასახულ რაოდენობრივ და თვისობრივ ცვლილებებზე.
წინარე ცოდნაიციან რა არის რუკა. რუკის ლეგენდის მეშვეობით შეუძლიათ რუკის წაკითხვა, ინფორმაციის მოძიება და ადეკვატურად გამოყენება.
შეფასების საგანი და პროცედურებიმოსწავლეები შეფასდებიან შემუშავებული რუბრიკის მეშვეობით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსებიკომპიუტერი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობაI ეტაპი
იხსენებენ რა არის რუკა, როგორი რუკები არსებობს, ვინ და როგორ შექმნა პირველი რუკა, რამდენი სახის არსებობს.სლაიდების სახით ვუჩვენებ სხვადასხვა რუკებს და ვთხოვ დამოუკიდებლად დააჯგუფონ პოლიტიკური, ფიზიკურ-გეოგრაფიული და თემატური რუკები. ამასთან ვთხოვ დაწერონ მოკლედ რა განსხვავებას ხედავენ ფიზიკურ და პოლიტიკურ რუკებს შორის (10წთ).
II ეტაპი
სლაიდის სახით ვაჩვენებ პოლიტიკურ რუკებს და ვთხოვ დაალაგონ ისინი ფორმირების ეტაპების მიხედვით (5წთ).
ვთხოვ დაასაბუთონ რატომ დაალაგეს ამ თანმიმდევრობით და იმსჯელონ მს. პოლიტიკური რუკის ფორმირების ყველა ეტაპზე (25წთ).
მოსწავლეები შეავსებენ ერთმანეთის მსჯელობას.
III ეტაპი
მოსწავლეებთან ერთადშევაჯამებ თემას და ვთხოვ მათ დამიწერონ მცირე ცხრილი:ვიცი,ვისწავლე,მინდა ვიცოდე. მივცემ საშინაო დავალებას.